top of page

AUTHENTIC GEORGAIN KHACHAPURI "ACHMA" - ტრადიციული ქართული "აჩმა"

Updated: Nov 21, 2021




Ingredients: 1.5 kg cheese; 1 kg flour; 300 ml water; 5 eggs; Salt; 300 g butter.

Method: Beat eggs, add water, salt, flour, and mix well. Divide the dough into nine parts, 2 of which should be larger than the rest, and you must use to spread on the bottom and the top. The rest are the inner layers. Do not boil the first and last layers.

Grate the cheese and add salt. Then melt the butter and let it cool down. In a big saucepan, boil water and then add salt. Spread the first layer of Achma on a buttered form so that the ends hang over the baking form. Brush the dough with butter. Roll out the next layer of Achma as thin as possible, carefully put it in boiling water so that it does not stick and cook for 20-25 seconds. Then take out the dough and pour the cold water over it. Shake well to blow off the water and roll out on a dry dough in a baking form. Add butter and cheese. Repeat the same to prepare all the layers except the last one, which is better to leave to flatten at the end. You no longer have to put cheese on the last cooked layer. Cover it with the uncooked layer accordingly and close it with the bottom layer so that the cheese does not come out. Then carefully squeeze the Achma using your hand, add the butter and refrigerate to cool. You can bake it the following day as well.

Preheat the oven to 180 ° C (top and bottom baking program) and bake until the head is well browned, as shown in the picture.



ინგრედიენტები: 1.5 კგ ყველი; 1 კგ ფქვილი; 300 მლ წყალი; 5 კვერცხი; მარილი; 300 გრ კარაქი.

მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ წყალი, მარილი, ფქვილი და კარგად მოზილეთ. გაყავით ცომი 9 ნაწილად, აქედან 2 ფენა უნდა იყოს დანარჩენზე დიდი, რომელსაც ძირზე და თავზე დასაფენად გამოიყენებთ. დანარჩენი კი შიდა ფენებია. პირველი და ბოლო ფენა არ მოხარშოთ. ყველი გახეხეთ და დაამატეთ მარილი. შემდეგ გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ.

დიდ ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი. აჩმის პირველი ფენა გაანაწილეთ კარაქწასმულ ფორმაზე ისე, რომ ბოლოები საცხობი ფორმიდან გადმოვიდეს. ცომს წაუსვით ბლომად კარაქი. აჩმის შემდეგი ფენა გააბრტყელეთ მაქსიმალურად თხლად, ფრთხილად ჩადეთ ის ადუღებულ წყალში, ისე რომ არ მიიკრას და ხარშეთ 20-25 წამი. შემდეგ გადმოიღეთ ცომი საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი. კარგად დაწრიტეთ და გადაიტანეთ ფორმაში მოთავსებულ უმ ცომზე, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ყველი. გაიმეორეთ იგივე ყველა ფენის მოსამზადებლად, გარდა ბოლო ფენისა, რომელიც უმჯობესია წინასწარვე გადაინახოთ და ბოლოს გააბრტყელოთ. ბოლო მოხარშულ ფენაზე ყველი აღარ უნდა დადოთ. შესაბამისად გადააფარეთ მას ბოლო მოუხარშავი ფენა და ამოუდეთ ის ძირის ფენას, რათა ყველი არ გამოვიდეს. შემდეგ ხელით ფრთხილად დატკეპნეთ აჩმა, წაუსვით კარაქი და გასაცივებლად შედგით მაცივარში. შეგიძლიათ ის მეორე დღესაც გამოაცხოთ.

გაახურეთ ჰაერღუმელი 180°C (ზედა და ქვედა წვიე პროგრამაზე) და შეწვით აჩმა მანამ სანამ თავი კარგად არ დაიბრაწება, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

13 views0 comments

Comments


bottom of page