BEEF ROLLS - ხორციანი "ბლინები"
Ingredients: 4 eggs; 2 cups of water; 1/2 tsp of salt; 1 cup of flour; 50 ml oil; 500 gr beef, minced; black pepper and salt to taste; 1 onion, chopped; 50 gr butter; 1/2 cup rice, cooked; 2 eggs, hard-boiled.
Method: First of all, remember to cook the minced beef (I always cook minced beef and pour away the water), then let cool. Don't forget to cook the rice and eggs. They should be cool when you make felling.
Meanwhile, start to make the dough. Whisk the eggs and salt together. Add water and continue to whisk. Add a cup of flour and make a thin dough, as you generally do for crepes. Then pour in the oil and whisk well, so that the dough should absorb the oil. Heat the medium size pan and make thin crepes. Let cool and start preparing the filling.
When your meat is already cold, mince it again in the food processor (it makes the beef fluffy and soft), add salt and pepper, cooked rice and chopped eggs. Then fry the onion in the butter and add to the meat. Mix well and start to make rolls. When all the crepes are gone, heat the pan add some oil and fry the rolls from both sides. Serve immediately. Enjoy!
ინგრედიენტები: 4 კვერცხი; 2 ჭიქა წყალი; 1/2 ჩ/კ მარილი; 1 ჭიქა ფქვილი; 50 მლ ზეთი; 500 გრ საქონლის ხორცი, გატარებული; შავი პილპილი და მარილი გემოვნებით; 1 ხახვი, დაჭრილი; 50 გრ კარაქი; 1/2 ჭიქა ბრინჯი, მოხარშული; 2 კვერცხი, მაგრად მოხარშული.
მომზადება: უპირველეს ყოვლისა, დაიხსომეთ, რომ საქონლის ხორცის ფარში უნდა მოხარშოთ (მე ყოველთვის ვხარშავ ფარშს და ნახარშ წყალს ვაქცევ), შემდეგ კი გააგრილეთ. არ დაგავიწყდეთ ბრინჯისა და კვერცხის მოხარშვა. შიგთავსის შეზავებისას ისინი უკვე გაგრილებული უნდა დაამატოთ.
ამასობაში დაიწყეთ ცომის მომზადება. ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაამატეთ წყალი და გააგრძელეთ თქვეფა. დაამატეთ ერთი ჭიქა ფქვილი და გააკეთეთ თხელი "ბლინების" ცომი. შემდეგ ჩაასხით ზეთი და კარგად ათქვიფეთ, ისე რომ ცომმა ზეთი მთლიანად უნდა შეიწოვოს. გააცხელეთ საშუალო ზომის ტაფა და გააკეთეთ თხელი "ბლინები". გააგრილეთ და დაიწყეთ შიგთავსის მომზადება.
როდესაც ფარში უკვე გაცივდება, კვლავ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (ეს ხორცს ფუმფულასა და რბილს ხდის), დაუმატეთ მარილი, პილპილი, მოხარშული ბრინჯი და დაჭრილი კვერცხი. შემდეგ ხახვი შეწვით კარაქში და დაამატეთ ხორცს. კარგად აურიეთ და დაიწყეთ ხვეულების კეთება. როდესაც ყველა "ბლინს" გახარჯავთ, გაათბეთ ტაფა, დაუმატეთ ზეთი და შეწვით "ბლინები" ორივე მხრიდან. მიირთვით გადმოღებისთანავე. ისიამოვნეთ!
Comments