top of page

BERRY TARTS - კენკრის ტარტი



Ingredients: 2 eggs; 2 tbsp sugar; 200 gr butter; vanilla extract; 1 lemon juice; 1/2 tsp baking soda; 2 cups of flour.

Method: Separate egg yolk and white. Whisk egg yolk and sugar with vanilla extract. Add softened butter and mix well. Always use lemon juice (instead of vinegar) to dissolve baking soda before mixing with the whisked egg. Add flour and make a soft dough. Put the dough in tartlet baking molds and bake on 180 ° C until golden brown.

Whisk egg whites well with vanilla extract and 1/2 cup of sugar to make a perfect meringue. Whisk the meringue over the steaming water for 5-7 minutes. Decorate with various sorts of berries. Sometimes I make mascarpone cream instead of meringue, simply adding mascarpone in the whisked meringue without putting it over steaming water.


ინგრედიენტები: 2 კვერცხი; 2 ს/კშაქარი; 200 გრ კარაქი; ვანილის ექსტრაქტი; 1 ლიმონის წვენი; 1/2 ჩ/კ სოდა; 2 ჭიქა ფქვილი.

მომზადება: განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ ვანილის ექსტრაქტთან ერთად. დაამატეთ დარბილებული კარაქი და კარგად გათქვიფეთ. ძმრის ნაცვლად ყოველთვის გამოიყენეთ ლიმონის წვენი, რომ სოდა კარგად გაიხსნას, შემდეგ შეურიეთ გათქვეფილ კვერცხს. დაამატეთ ფქვილი და ზილეთ რბილი ცომი. მიღებული ცომი მოათავსეთ ტარტის საცხობ ფორმებში და გამოაცხეთ 180 ° C- ზე, სანამ მოოქროსფრო-მოყავისფრო არ გახდება. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ ვანილის ექსტრაქტთან და 1/2 ჭიქა შაქრთან ერთად, რათა ფუმფულა ბეზე მიიღოთ. შემოადგით ჯამი ორთქლიან ქვაბს და თქვიფეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გააფორმეთ სხვადასხვა სახის კენკრით. პირადად მე, ზოგჯერ მასკარპონეს კრემს ვაკეთებ ბეზეს ნაცვლად, უბრალოდ ვამატებ მასკარპონეს ბეზეში და ორთქლიან ქვაბზე აღარ ვდგამ.

2 views0 comments

Comments


bottom of page