top of page

CHAKAPULI - ჩაქაფული



Ingredients: Green onions - 2 bunches; 2 handfuls of green plums (tkemali); 4 medium bunches of coriander; 6 medium bunches of tarragon; lamb or veal meat - 1 kg (can be mixed); 150-200 ml of white wine; 1 small bunch of parsley.

Method: You can use both veal and lamb to prepare Chakapuli. Cut the meat into medium slices. If you have lamb, you can add a little bit of its own fat from the back part, or a little butter if you are cooking with veal. Put the meat on a low heat, cover the top and cook in its own juice. If the liquid has dried before the meat is cooked, add a glass of wine. If you want a relatively juicy dish, add 1 cup of water. Meanwhile, clean the tarragon - you will only need the leaves, coriander, parsley, green onions, peppers and cut them into thick pieces. When the meat is almost ready, add 150 ml of wine. (If you didn't add it at all during the preparation, you can pour 200 ml). Then add tkemali, salt, pepper and herbs to the meat so that it is completely covered. Some red ground pepper is also needed. Cover the top and simmer again for about 15-20 minutes. You can also add some fresh herbs to a ready-made dish for a beautiful color.


ინგრედიენტები: მწვანე ხახვი - 1-2 კონა; მარილი; მწვანე წიწაკა; მწვანე ტყემალი - 2 მუჭა; ქინძი - 4 კონა; ტარხუნა - 6 კონა; ბატკნის ან ხბოს ხორცი - 1 კგ; თეთრი ღვინო - 150-200 მლ; ოხრახუში - 1 პატარა კონა;

მომზადება: ჩაქაფულის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხბოს, ასევე ბატკნის ხორცი. დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად. თუ ბატკნის ხორცია, ცოტაოდენი დუმაც შეგიძლიათ დაამატოთ, ხბოს შემთხვევაშიცოტა კარაქი. დადგით ხორცი დაბალ ცეცხლზე, დაახურეთ თავზე და მოხარშეთ თავისივე გამოშვებულ წვენში. თუ სითხე მანამდე ამოშრა, სანამ ხორცი მომზადდება, დაამატეთ ცოტა ღვინო. თუ შედარებით წვნიანი კერძი გსურთ, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი.

პარალელურად, გაარჩიეთ ტარხუნა - დაგჭირდებათ მხოლოდ ფოთლები, დაჭერით ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, წიწაკა.

ხორცი რომ თითქმის მზად იქნება, დაამატეთ 150 მლ ღვინო. (თუ მზადების დროს საერთოდ არ დაგიმატებიათ, შეგიძლიათ 200 მლ დაასხათ). შემდეგ ხორცს დაამატეთ ტყემალი, მარილი, წიწაკა და მწვანილი ისე რომ მთლიანად დაიფაროს. უხდება წითელი დაღერღილი წიწაკაც. დაახურეთ თავზე და კვლავ წამოადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. ცოტაოდენი ახალი მწვანილი უკვე მზა კერძსაც შეგიძლიათ მოაყაროთ, ლამაზი ფერისთვის.

Comments


bottom of page