top of page

CHICKEN BREAST GARNISHED WITH VEGETABLES - ქათმის მკერდი ბოსტნეულის გარნირით



Ingredients for the chicken: 5 boneless & skinless chicken breasts cut butterfly or into strips; 2 teaspoons smoked paprika; 2 teaspoons chili powder; 1 teaspoon garlic powder; 1 teaspoon onion powder; ½ teaspoon dried thyme; salt; olive oil.

For the salad: 1 cup wild rice uncooked; 2 cups broccoli florets cut into bite-size pieces; 2 cups cauliflower florets cut into bite-size pieces; 2 tablespoons unsalted cashews roughly chopped & roasted if desired; 2 tablespoons pepitas pumpkin seeds, roast if desired; 1 tablespoon flax seeds; 1 tablespoon fresh chives finely sliced; 2 packed cups of snow peas sliced on the diagonal; 1 orange cut into segments; 2 medium-size carrots peeled & grated; 1 small & thin red chili finely sliced; olive oil; salt; black pepper to taste.

For the dressing: 1 small clove of garlic finely grated; 1 teaspoon of freshly grated ginger; zest of half a lemon; juice of 1 lemon; 1 tablespoon of fresh orange juice; ¼ teaspoon salt; couple cracks of fresh pepper; 2-3 tablespoons extra virgin olive oil.

Method: To cook the wild rice, bring 4 cups of water to a boil. Place the rice in a strainer and thoroughly wash it under cold water for 1 minute. Add 2 teaspoons of salt to the boiling water along with the rice. Bring to a boil, reduce to a low simmer, place a lid on the pot and cook for 45 minutes. The rice is done when it’s tender but still has a nice bite left to it, you may need to cook it another 10-15 minutes. Drain the rice and spread it out on a sheet tray or large platter to cool down. Let sit for 30 minutes or do this the night before and keep it in the fridge.

Meanwhile, prepare the spice rub for the chicken by combining the smoked paprika and the next 4 ingredients in a small bowl, mix well. Season the chicken with half of the spice rub on one side along with a generous pinch of salt, flip and repeat. Let the chicken sit at room temperature for 20 minutes so the marinade can go to work and the chicken won’t be cold when cooked.

Meanwhile, start the salad by pre-heating the oven to 200 C. Place the broccoli and cauliflower florets on a sheet tray and season with 1-2 tablespoons of olive oil, ¾ teaspoon salt, and a few cracks of pepper. Mix well using your hands and make sure the veggies are in 1 even layer. Roast in the oven for 25 minutes, or until the edges of the veggies are nicely browned. Remove and set aside.

Make the rest of the salad by adding the cooked and cooled wild rice to a large bowl along with the cashews and the next 7 ingredients. When the roasted broccoli and cauliflower are ready, remove them from the oven and place them in the bowl with the rice.

Make the dressing by adding the grated garlic and the next 7 ingredients to a small bowl. Continually whisk and add the extra virgin olive oil until the dressing thickens up. Check for seasoning, you may need a little more lemon juice to make the flavours pop. Before dressing the salad, add ¼ teaspoon salt, a couple of cracks of pepper, and the juice of half a lemon to the rice salad. Add the dressing and mix well. Don’t warm the salad in the oven, eat it cold or at room temperature. Enjoy!



ინგრედიენტები ქათმისათვის: 5 ნაჭერრი ტყავგამძვრალი ქათმის მკერდი, დაჭრილი ზოლებად ან კუბებად; 2 ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა; 2 ჩაის კოვზი ჩილის ფხვნილი; 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი; 1 ჩაის კოვზი ხახვის ფხვნილი; ½ ჩაის კოვზი გამხმარი ბეგქონდარა; მარილი; ზეითუნის ზეთი.

სალათისთვის: 1 ჭიქა გარეული ბრინჯი, მოუხარშავი; 2 ჭიქა ბროკოლის ნაჭრები, ლუკმის ზომის ნაჭრებად დაჭრილი; 2 ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები, ლუკმის ზომის; 2 სუფრის კოვზი უმარილო კეშიუს ჯიშის თხილი, დაჭრილი და მოხლილი (სურვილისამებრ); 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი, მოხლილი; 1 სუფრის კოვზი სელის თესლი; 1 სუფრის კოვზი ახალი ხახვი, წვრილად დაჭრილი; 2 ჭიქა ბარდა, დაჭრილი; 1 ფორთოხალი, დაჭრილი; 2 საშუალო ზომის სტაფილო, გახეხილი; 1 ცალი მომცრო ზომის წიწაკა ჩილი, წვრილად დაჭრილი; ზეითუნის ზეთი; მარილი; შავი პილპილი გემოვნებით.

სოუსი: 1 კბილი ნიორი, გახეხილი; 1 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი კოჭა; ნახევარი ლიმონის ცედრა; 1 ლიმონის წვენი; 1 სუფრის კოვზი ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი; ¼ ჩაის კოვზი მარილი; ახალი წიწაკა, დაჭრილი; 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ველური ბრინჯის მოსამზადებლად აადუღეთ 4 ჭიქა წყალი. ჩაყარეთ ბრინჯი საწურში და კარგად გარეცხეთ ცივი წყლის ქვეშ 1 წუთის განმავლობაში. მდუღარე წყალს, ბრინჯთან ერთად, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შეამცირეთ ცეცხლი, დაახურეთ ხუფი და ხარშეთ 45 წუთის განმავლობაში. ბრინჯი მზადაა, როდესაც ის ჩარბილდება, მაგრამ თუ უმი დაგრჩათ, შეიძლება დაგჭირდეთ მისი მომზადება კიდევ 10-15 წუთი. გადაწურეთ ბრინჯი და დაყარეთ დიდ ლანგარზე, რომ გაცივდეს. გააჩერეთ 30 წუთით ან გააკეთეთ ეს წინა ღამით და შეინახეთ მაცივარში.

ამასობაში, ქათმისათვის მოამზადეთ სანელებლები: ტკბილი წიწაკა და დანარჩენი 4 ინგრედიენტი პატარა ჯამში კარგად აურიეთ. ქათმის მკერდი ორივე მხრიდან ამოსვარეთ სუნელებში, და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, რათა სუნელები გაუჯდეს.

ღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსამდე. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დაყარეთ საცხობ ფირფიტაზე და მოასხით 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ¾ ჩაის კოვზი მარილი და ცოტაოდენი წიწაკა. კარგად აურიეთ და შეწვით ღუმელში 25 წუთის განმავლობაში, ან სანამ ბოსტნეულის კიდეები ლამაზად არ შეიბრაწება. შემდგომ გამოიღეთ და გადადეთ გვერდით.

დაიწყეთ სალათის მომზადება: მოხარშულ და გაცივებულ ბრინჯს დაამატეთ კეშიუს ჯიშის მოხლილი თხილი, 2 სუფრის კოვზი მოხლილი გოგრის თესლი, 1 სუფრის კოვზი სელის თესლი; 1 სუფრის კოვზი ახალი ხახვი; 2 ჭიქა დაჭრილი ბარდა, დაჭრილი ფორთოხალი, გახეხილი სტაფილო და დაჭრილი წიწაკა ჩილი. როდესაც ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო შეიწვება, ამოიღეთ ღუმელიდან და ჩაყარეთ ჯამში ბრინჯთან ერთად.

პატარა ჯამში აურიეთ გახეხილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი კოჭა; ნახევარი ლიმონის ცედრა; ლიმონის წვენი; 1 სუფრის კოვზი ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი; ¼ ჩაის კოვზი მარილი და ახლად დაფქვილი წიწაკა. განუწყვეტლივ ურიეთ და დაამატეთ ზეითუნის ზეთი და ურიეთ შესქელებამდე. შეამოწმეთ სურნელე, შეიძლება დაგჭირდეთ ცოტა ლიმონის წვენის დამატება, რათა სუნელების არომატი გაამძაფროთ. სალათს დაამატეთ ¼ ჩაის კოვზი მარილი, ორიოდე მწიკვი შავი პილპილი და ნახევარი ლიმონის წვენი. დაამატეთ სოუსი და კარგად აურიეთ. ნუ გაათბობთ სალათს ღუმელში. მიირთვით ცივად ან ოთახის ტემპერატურაზე. ისიამოვნეთ!

Comments


bottom of page