top of page

CHICKEN SOUP WITH EGG NOODLES - ქათმის სუპი კვერცხის ლაფშით



Ingredients: 1 chicken; 3 Garlic cloves; 6 cm ginger; 1 Leek stick; 2 L vegetable soup; 1 Cinnamon stick; 5 tbsp. soy sauce; Lemon juice; 200 gr Chinese egg noodles; 150 gr Sweet pea pods; 80 gr Mushrooms; 2 Spring onions; Salt, black to taste.

Method: Rinse the chicken in cold water and pat dry. Peel the garlic and ginger and cut into thin slices. Clean the leek and cut into large pieces. In a large saucepan, pour the soup over the chicken so that it is just covered. Add garlic, ginger, leek, cinnamon stick and 4 tablespoons soy sauce and bring to the boil. Simmer over a low heat for 75 to 90 minutes, until the meat is cooked, while turning the chicken two to three times. Take the pot off the stove and let the chicken cool in the soup for about 2 hours.

Remove the chicken from the soup, roughly cut, remove the skin, remove the meat from the bones and pluck into small pieces. Pour the soup through a very fine sieve into a second saucepan and season with the remaining soy sauce (approx. 1 tbsp.) as well as with lemon juice, salt and pepper.

Cook egg noodles in salted water according to the instructions on the packet, drain onto a sieve, rinse with cold water and drain. Bring a saucepan of salted water to the boil, clean the sugar pea pods and blanch them very briefly so that they are still firm to the bite. Drain on a sieve, rinse in cold water, drain and cut lengthways into thin strips. Clean the mushrooms and cut into thin slices. Clean the spring onions and cut into fine rolls. Heat the soup, add the chicken, noodles, sugar peas and mushrooms and heat for about 2 minutes. Arrange the soup, sprinkle with spring onions and serve. Enjoy!


Source/წყარო: https://frischgekocht.billa.at/rezept/huehner-suppentopf-mit-eiernudeln-BI-24172


ინგრედიენტები: 1 ქათამი; 3 კბილი ნიორი; 6 სმ ჯანჯაფილი; 1 პრასის ღერი; 2 ლ ბოსტნეულის წვნიანი; 1 დარიჩინის ჯოხი; 5 ს.კ. სოიოს სოუსი; ლიმონის წვენი; 200 გრ ჩინური კვერცხის ლაფშა; 150 გრამი მწვანე ბარდა; 80 გრ სოკო; 2 ხახვი; მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება: ქათამი გარეცხეთ ცივ წყალში და გააშრეთ. გათალეთ ნიორი, ჯანჯაფილი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. პრასი გაასუფთავეთ და დაჭერით სქლად. დიდ ქვაბში ქათამი დაფარეთ ბულიონით. დაუმატეთ ნიორი, ჯანჯაფილი, პრასი, დარიჩინის ჯოხი და 4 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი, მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 90 წუთის განმავლობაში, სანამ ხორცი არ მოიხარშება, ხოლო ქათამი ორ-სამჯერ გადააბრუნეთ ხარშვისას. გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან და ქათამი წვნიანში დაახლოებით 2 საათით გააჩერეთ.

შემდეგ ამოიღეთ წვნიანიდან, უხეშად დაჭერით, გააცალეთ ძვლები და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვნიანი ძალიან წვრილ საცერში გაატარეთ და გადაასხით მეორე ქვაბში, შემდეგ შეაზავეთ დარჩენილი სოიოს სოუსით (დაახლოებით 1 ს/კ), ლიმონის წვენით, მარილითა და პილპილით.

შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, მარილიან წყალში მოამზადეთ კვერცხიანი ლაფშა, შემდეგ გადაწურეთ საცერზე, გადაავლეთ ცივი წყალი და დაწრიტეთ. ქვაბში მარილიანი წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ბარდას დააცალეთ წვერები და ძალიან ცოტა ხნით წამოადუღეთ, ისე რომ არ დაგირბილდეთ. შემდეგ გადაწურეთ საცერზე, გადაავლეთ ცივი წყალი, დაწრიტეთ და დაჭერით თხელ ზოლებად. გაასუფთავეთ სოკო, ხახვი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. გააცხელეთ წვნიანი, დაუმატეთ ქათამი, ლაფშა, ბარდა, სოკო და ადუღეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ წვნიანი, მოაყარეთ ხახვი და მიირთვით. ისიამოვნეთ.

2 views0 comments

Comments


bottom of page