top of page

CLASSIC EASTER CAKE - კლასიკური სააღდგომო ნამცხვარი



Ingredients: 350 gr of 00 flour; 115 gr butter; 155 gr caster sugar; 1 egg; 3 yolks; 13 gr brewer's yeast; 50 gr fresh whole milk; 75 gr candied fruits; 50 gr of raisins; 1/2 orange; 2.5 gr salt; 1/2 vanilla pod; 1/2 tsp almond flavoring; 50 gr peeled almond; 1 egg white; 50 gr unpeeled almonds; 80 gr granulated sugar.

Method: To make the recipe for the classic Easter dove, start by preparing the "thin dough". Dissolve the yeast in a bowl with 50 g of milk at room temperature (22°), add 50 gr of sifted flour and make a smooth and homogeneous dough; cover it and let it rise for 30 minutes, in a warm place away from drafts.

When the dough is ready, add 75 gr of flour, 20 gr of lukewarm water and 2 yolks, mix the ingredients and let rise for another 40 minutes. Incorporate 75 gr of flour, 15 gr of soft butter, 15 gr of sugar and the egg and let it rise again for 30 minutes.

Then add the remaining flour and butter and 90 gr of sugar and finally add the salt, the vanilla seeds, the grated orange zest, the almond aroma, the remaining yolk, the raisins softened in the water, candied fruits and continue to knead until all the ingredients are incorporated.

Transfer the dough for the classic Easter cake to the floured pastry board, divide it in half (flouring your hands, since it is rather soft) and stretch the two parts gently with your hands; place the first piece in the longer part in a dove-shaped mold with a capacity of about 1 kg to form the body, cross over the second part in the space intended for the wings, so that during the leavening and subsequent cooking the part central become higher. Check that the parts intended for the head and tail adhere well to the edges. Place the mold on a plate and let it rise until the dove has doubled its initial volume (if you don't have a form, just use the round one) .

Prepare the cover glaze for the cake: blend the peeled almonds with 50 gr of sugar and the egg white, mix well and distribute the mixture on the leavened dove evenly, starting from the central part as during the cooking the glaze will tend to drop towards the edges: when performing this operation, be very careful not to disassemble the leavening.

Distribute the sugar granules evenly on the dove, garnish it with the whole unpeeled almonds and bake it in a hot oven at 180 ° for about 45-50 minutes. Remove it from the oven and let the classic Easter dove cool on a wire rack for cakes. Enjoy!


ინგრედიენტები: 350 გრ პრემიუმ ხარისხის ფქვილი; 115 გრ კარაქი; 155 გრ შაქარი; 1 კვერცხი; 3 კვერცხის გული; 13 გრ ცოცხალი საფუარი; 50 გრ ახალი რძე; 75 გრ დაშაქრული ხილი; 50 გრ ქიშმიში; 1/2 ფორთოხალი; 2.5 გრ მარილი; 1/2 ვანილის ღერი ან 1 პაკეტი; 1/2 ჩ/კ ნუშის არომატიზატორი; 50 გრ კანგაუცლელი ნუში; 1 კვერცხის ცილა; 50 გრ კანგაცლილი ნუში; 80 გრ გრანულირებული შაქარი.

მომზადება: იმისათვის, რომ კლასიკური სააღდგომო ნამცხვრი გამოაცხოთ, ყველაფერი "ხაშის" მომზადებით უნდა დაიწყოთ. საფუარი გახსენით ოთახის ტემპერატურის 50 გრ რძეში, დაამატეთ 50 გრ ფქვილი და გააკეთეთ ფაფისებრი, ერთგვაროვანი ცომი; დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 30 წუთი თბილ ადგილას. შემდგომ დაამატეთ 75 გრ ფქვილი, 20 გრ მდუღარე წყალი და 2 კვერცხის გული, აურიეთ ინგრედიენტები და კიდევ 40 წუთი გააჩერეთ. ჩაყარეთ 75 გრ ფქვილი, 15 გრ რბილი კარაქი, 15 გრ შაქარი და კვერცხი და კვლავ 30 წუთი გააჩერეთ.

როდესაც ამოფუმფულდება, დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, კარაქი და 90 გრ შაქარი, მარილი, ვანილის ექსტრაქტი, გახეხილი ფორთოხლის კანი, ნუშის არომატიზატორი, დარჩენილი კვერცხის გული, წყალში დამბალი ქიშმიში, დაშაქრული ხილი და გააგრძელეთ ზელვა მანამ, სანამ ცომი ბოლომდე არ შეიკვრება.

ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო დაფაზე, გაყავით იგი ორ ნაწილად და ხელის ნაზი მოძრაობით დაამუშავეთ ; პირველი ნაჭერი მოათავსეთ 1 კგ ტევადობის ფორმის მოგრძო ნაწილში, მეორე ნაწილი კი ჯვარედინ სივრცეში გაანაწილეთ ისე, რომ ცომის ამოსვლის მომენტში შუაგული უფრო მაღალი გახდეს. მიაქციეთ ყურადღება, რომ თავისა და კუდისთვის განკუთვნილი ნაწილები კიდეებამდე მიაღწევს.

თავზე დააფარეთ და დადგით ამოსაფუებლად იმდენი ხნით, რომ ცომი გაორმაგდეს.

მოამზადეთ თავზე წასასმელი ჭიქურა: გატარებული ნუში გათქვიფეთ 50 გრ შაქართან და კვერცხის ცილასთან ერთად, მოამზადეთ ბეზესებრი მასა და წაუსვით ცომს. ყურადღებით იყავით, რომ კიდეები არ დაგესვაროთ.

შემდეგ უკვე თანაბრად გადაანაწილეთ შაქრის გრანულები, მოაყარეთ მთლიანი, კანგაუცლელი ნუში და აცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45-50 წუთის განმავლობაში. როდესაც გამოცხვება, ამოიღეთ და გააგრილეთ. თქვენი სააღდგომო ნამცხვარი მზადაა. ისიამოვნეთ!

Comments


bottom of page