top of page

DOUGHNUTS FROM MY FRIEND TSIRA - ფუნთუშები ჩემი მეგობარი ცირასგან

Updated: Dec 29, 2021




Ingredients for fermented dough: 1.5 packs of fresh yeast; 2 tbsp. sugar; 2 tbsp. flour; 1/4 cups of warm carbonated water (any).

Ingredients for the dough: 4 tsp flour; Salt and vanilla to taste; 4 tbsp. oil; 4 egg yolks; 1 cup carbonated water; ½ cup of sugar.

Preparation: Mix the fermented dough ingredients well and leave for 20 minutes to let rise. Then add egg yolks, sugar, vanilla, a pinch of salt, 4 tbsp. oil and whisk. Then add sparkling water, stir well and add flour. Knead the dough and let rise. When the dough rises, knead it back and let it rise again. When the dough rises for the second time, cut out the round forms and let rise for another 10-15 minutes. You can make vanilla cream filling or bake it like American doughnuts and cover them with glaze.

When the dough is ready, put it one by one in the preheated oil at 180 ° C and bake from both sides. Transfer on kitchen paper, let them cool down slightly and roll in the glaze or dust with powdered sugar. Enjoy!


ინგრედიენტები ხაშისთვის: 1,5 შეფუთვა ცოცხალი საფუარი; 2 ს/კ შაქარი; 2 ს/კ ფქვილი; 1 ჩ/ჭ თბილი გაზიანი წყალი (ნებისმიერი).

ინგრედიენტები ცომისთვის: 4 ჭ ფქვილი; მარილი და ვანილი გემოვნებით; 4 ს/კ ზეთი; 4 კვერცხის გული; 1ჭ გაზიანი წყალი; ½ ჭ შაქარი.

მომზადება: ხაშის ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩაამატეთ კვერცხის გულები, შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი, 4 ს/კ ზეთი და ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ გაზიანი წყალი, მოურიეთ და დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და დადგით ასაფუვებლად. როდესაც ცომი ამოვა, ჩაზილეთ და კიდევ აცადეთ ამოსვლა. შემდეგ დაჭერით მრგვალად და დადგით 10-15 წუთი რომ ისევ აფუვდეს. გულსართად შეგიძლიათ გაუკეთოთ ვანილის კრემი ან გამოაცხოთ როგორც ამერიკული დონათსები და გაუკეთოთ მინანქარი.

როდესაც ცომი ისევ ამოვა, ჩაალაგეთ სათითაოდ 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ზეთში და შეწვით ორივე მხრიდან. გადმოიღეთ სამზარეულოს ქაღალდზე, დააცადეთ ცოტა გაგრილება და ამოავლეთ მინანქარში ან მოაყარეთ შაქრის პუდრი. ისიამოვნეთ!

9 views0 comments

ความคิดเห็น


bottom of page