top of page

FRIED RICE WITH MANGO AND CHICKEN შემწვარი ბრინჯი მანგოთი და ქათმის ხორცით




Ingredients: 220 gr basmati rice; 1 ripe mango; 3 Spring onions; 30 gr ginger; 2 Garlic cloves; 0.5 red chilli; 400 gr chicken fillets; 4 tbsp. sunflower oil; 1 tbsp. raw cane sugar; 4 tbsp. soy sauce; 2 tbsp. lime juice; 0.5 handful coriander leaves; salt.

Method: Cook rice in salted water according to the instructions on the packet. Rinse in a colander with cold water and drain well. Meanwhile, peel the mango, remove the pulp from the stone and cut it into fine strips. Clean the spring onions, cut the white and green parts into rings separately. Peel the ginger and garlic, clean the chilli and finely chop them together. Rinse the meat with cold water, pat dry, and cut into 1 cm thick strips.

Heat 2 tablespoons of oil in a wok or large pan, fry the meat in it over high heat while stirring for 4 to 5 minutes until crispy and then remove. Pan the remaining oil (2 tbsp.) in a hot wok, fry the garlic mixture and white spring onion rings for 30 seconds, add the rice and fry for about 4 minutes until crispy. Stir in the meat, sugar, soy sauce and lime juice. Arrange fried rice on plates. Spread the mango and green spring onion rings on top, garnish with coriander and serve.



Source/წყარო: https://frischgekocht.billa.at/rezept/gebratener-reis-mit-huhn-und-mango-BI-25506


ინგრედიენტები: 220 გრ ბრინჯი ბასმათი; 1 მწიფე მანგო; 3 ხახვი; 30 გრ ჯანჯაფილი; 2 კბილი ნიორი; 0,5 წითელი წიწაკა; 400 გრ ქათმის ფილე; 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი; 1 ს/კ ნედლი ლერწმის შაქარი; 4 ს/კ სოიოს სოუსი; 2 ს/კ ლაიმის წვენი; 0,5 მუჭა ქინძის ფოთოლი; მარილი.

მომზადება: მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გადაავლეთ ცივი წყალი და კარგად გადაწურეთ. ამასობაში გათალეთ მანგო, ჩამოაჭერით რბილობი და დაჭერით წვრილ ზოლებად. ხახვი გაფრცქვენით, ხოლო თეთრი და მწვანე ნაწილები ცალ-ცალკე დაჭერით რგოლებად. გათალეთ ჯანჯაფილი და ნიორი, გაასუფთავეთ წიწაკა და ყველაფერი ერთად წვრილად დაჭერით. ხორცი გარეცხეთ ცივი წყლით, გააშრეთ და დაჭერით 1 სმ სისქის ზოლებად.

ვოკში ან დიდ ტაფაზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, შეწვით მასში ხორცი მაღალ ცეცხლზე და ურიეთ 4-5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ხრაშუნა და შემდეგ ამოიღეთ. დარჩენილი ზეთი (2 ს/კ) ჩაასხით ცხელ ვოკში, შეწვით ნივრის ნაზავი და თეთრი ხახვის რგოლები 30 წამის განმავლობაში, დაუმატეთ ბრინჯი და შეწვით დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეიბრაწება. შეურიეთ ხორცი, შაქარი, სოიოს სოუსი და ლაიმის წვენი. შემწვარი ბრინჯი გაანაწილეთ თეფშებზე, ზემოდან მოაყარეთ მანგოსა და მწვანე ხახვის რგოლები, გააფორმეთ ქინძით და მიირთვით.

8 views0 comments

Comments


bottom of page