HOMEMADE PASTA DOUGH - შინ მომზადებული პასტის ცომი
Ingredients: 2 cups of flour; salt; 1 tbsp olive oil; 4 whole eggs (brought to room temperature), 2 egg yolks.
Method: Put the flour onto a cold surface and use a fork to form a well in center. Season the center of the well with salt and add olive oil. Crack eggs into a bowl and gently whisk together. Add a third whisked eggs into well. Use the fork to gradually incorporate the flour into eggs. Once mostly soaked in, add another third, continuing to mix into the flour carefully not to let eggs slide out. Create another well in the middle of the flour, add egg mixture, combining until the dough looks like crumbs.
Once all the egg is incorporated, flour your hands and begin forming a ball. Continue to flour your hands and knead the ball of dough until firm and elastic, turning and twisting the ball for about 10 minutes. Wrap in plastic wrap and rest for at least 20 minutes before rolling. This dough is good to cook any delicious pasta you like.
შემადგენლობა: 2 ჭიქა ფქვილი; მარილი; 1 ს/კ ზეითუნის ზეთი; 4 მთელი კვერცხი (ოთახის ტემპერატურის), 2 კვერცხის გული.
მეთოდი: მყარ ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი და ცენტრში ჩანგლით გაუკეთეთ ღრმული. ღრმულში ჩაყარეთ მარილი და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. კვერცხები თასში ნაზად ათქვიფეთ. მისი მესამედი ჩაასხით ფქვილში და ჩანგლის გამოყენებით, თანდათანობით შეურიეთ ფქვილს. მას შემდეგ, რაც ფქვილი კვერცხს შეიწოვს, დაამატეთ კიდევ ერთი მესამედი. გააგრძელეთ ფქვილის ფრთხილად შერევა, რომ კვერცხი კიდეებიდან არ გადმოგეღვაროთ. და ასე მანამ, სანამ კვერხს მთლიანად არ შეურევთ. მას შემდეგ, რაც ცომი ჩამოყალიბდება, დაიფქვილიანეთ ხელები და დაიწყეთ ზელვა. ხელები რამოდენიმეჯერ დაიფქვილიანეთ, რათა ცომის ბურთი მტკიცე და ელასტიური გახდეს. ეს ბურთი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უნდა ზილოთ ძლიერად. შემდეგ შეფუთეთ სამზარეულოს პოლიეთილენის ტომარაში და დაასვენეთ მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში. ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის პასტის მოსამზადებლად.
Comentarios