LASAGNE BOLOGNESE - ბოლონიური ლაზანია
Updated: Nov 15, 2021
Ingredients: 1 kg minced beef (preferably fat); 1 large carrot; 2 onions, finely chopped; 1 straw of celery, finely chopped; 150 ml red dry wine; 1 cup tomato pulp; salt and black pepper to taste; 90 gr butter; 1 cup freshly grated parmesan; 2-3 cloves of garlic; 2 medium straw of basil leaves; 3 tbsp. olive oil; 20 slices of Lasagne sheets (one, that doesn't need cooking. I always use produced by Barilla).
Béchamel Sauce: 30 gr butter; 30 gr flour; 1/4 tsp of nutmeg, 1/4 tsp black pepper; 300 ml milk; a handful of grated mozzarella.
Method: In a large pan, place onions and garlic and fry for a while in olive oil. Then add grated carrots and celery and fry for 2 more minutes. Add the minced beef and butter, then let it fry until the whole meat changes the colour, add 150 ml red wine and let simmer until the wine starts to disappear. Add basil leaves, salt and pepper to taste and continue to stir. Pour over 1 cup of tomato pulp and 1 L water and cook for at least 2.5 hours on very low heat, so that the meat ragu becomes soft and creamy.
Take a small pot and melt butter, add flour and stir well until golden brown, then add nutmeg, salt and pepper, and pour over the milk and whisk with a spatula to avoid studs. Let simmer until creamy and add a handful of grated mozzarella at the end. Stir well and set aside.
When the ragu is done, take a baking form, pour some béchamel sauce and place the first layer of sheets, so that you cover the whole bottom. Pour over the ragu, add some grated parmesan and béchamel sauce and cover with the second layer of leaves, then repeat the same again until there's no ragu left. The top should be covered with béchamel sauce. Place into the oven and bake over 180º C for 30 minutes. Serve hot.
ინგრედიენტები: 1 კგ საქონლის ხორცი (სასურველია ცხიმიანი); 1 დიდი სტაფილო; 2 ხახვი, წვრილად დაჭრილი; 1 ღერი ნიახური, წვრილად დაჭრილი; 150 მლ მშრალი წითელი ღვინო; 1 ჭიქა გახეხილი პომიდორი; მარილი და შავი პილპილი გემოვნებით; 90 გრ კარაქი; 1 ჭიქა ახლად გახეხილი პარმეზანი; 2-3 კბილი ნიორი; 2 საშუალო ღერი ბაზილიკი; 3 ს/კ ზეითუნის ზეთი; 20 ცალი ლაზანის ფირფიტა (ისეთი, რომელსაც არ სჭირდება წინასწარ მოხარშვა. მე ყოველთვის ვიყენებ ბარილას მიერ წარმოებულ ფირფიტებს).
ბეშამელის სოუსი: 30 გრ კარაქი; 30 გრ ფქვილი; 1/4 ჩ/კ ჯავზი, 1/4 ჩ/კ შავი პილპილი; 300 მლ რძე; 1 მუჭი გახეხილი მოცარელა.
მომზადება: დიდ ტაფაში ჩაყარეთ ხახვი, ნიორი და დაბრაწეთ ზეითუნის ზეთში. შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო, ნიახური და შეწვით კიდევ 2 წუთი. დაუმატეთ ხორცი და კარაქი, შემდეგ ურიეთ მანამ, სანამ ხორცი არ შეიცვლის ფერს. დაუმატეთ 150 მლ წითელი ღვინო და ადუღეთ, სანამ ღვინო არ ამოშრება. დაამატეთ ბაზილიკის ფოთლები, სასურველი რაოდენობის მარილი, შავი პილპილი და გააგრძელეთ მორევა. დაასხით 1 ჭიქა გახეხილი პომიდორი და 1 ლ წყალი და ხარშეთ მინიმუმ 2,5 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე, ისე, რომ სითხე თითქმის მთლიანად ამოშრეს და ხორცის რაგუ გახდეს რბილი და ფაფისებრი.
აიღეთ პატარა ქვაბი და გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად ურიეთ მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება, შემდეგ დაამატეთ ჯავზი, მარილი და პილპილი, დაასხით რძე და ათქვიფეთ, რათა კორძები არ წარმოიქმნას. ადუღეთ შესქელებამდე და ბოლოს დაამატეთ ერთი მუჭა გახეხილი მოცარელა. კარგად მოურიეთ და გადადგით.
როდესაც რაგუ მომზადდება, აიღეთ საცხობი ფორმა, დაასხით ძირზე ცოტაოდენი ბეშამელის სოუსი და მოათავსეთ ლაზანიას ფირფიტების პირველი ფენა, ისე რომ დაფაროთ ფსკერი. დაასხით რაგუ, დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და ბეშამელის სოუსი და დააფარეთ ლაზანიას ფირფიტების მეორე ფენა, შემდეგ გაიმეორეთ იგივე მანამ, სანამ რაგუ არ გათავდება. უკანასკნელი ფენა უნდა დაიფაროს ბეშამელის სოუსით. მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 180º C ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხელი.
Comments