top of page

PEANUT BUTTER COOKIES - არაქისის კარაქის ორცხობილები



Ingredients: 1/2 cup (112 gr) butter, unsalted or salted, room temperature; 1/2 cup (100 gr) granulated sugar; 1/2 cup (110 gr) packed brown sugar, light or dark;1/2 cup (130 gr) peanut butter;1 large egg; 1 1/4 cups (160 gr) all-purpose flour; 3/4 teaspoon baking soda; 1/2 teaspoon baking powder; 1/4 teaspoon salt (omit if using salted butter).

Method: Beat the butter until creamy, 2 minutes. Add the brown sugar and white sugar, beat for 2 more minutes. Mix in the peanut butter and the egg.

In a separate bowl, vigorously whisk together the dry ingredients—the flour, baking soda, baking powder and salt. Stir the dry ingredients into the sugar butter mixture. Wrap dough in plastic and refrigerate at least 3 hours.

Preheat the oven to 190°C. Shape the dough into 1 1/4 inch balls. Place the balls of dough about 3 inches apart on ungreased cookie sheets. Flatten in a crisscross pattern with a fork.

Bake at 190°C until light brown, about 9 to 10 minutes. Remove the cookies from the oven and let cool in their baking sheets for a minute. After 1 minute, transfer the cookies to a rack to cool completely.



Source/წყარო: https://www.simplyrecipes.com/recipes/peanut_butter_cookies/



ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა (112 გრ) კარაქი, უმარილო ან მარილიანი, ოთახის ტემპერატურის; 1/2 ჭიქა (100 გრ) თეთრი შაქარი; 1/2 ჭიქა (110 გრ) ყავისფერი შაქარი; 1/2 ჭიქა (130 გრ) არაქისის კარაქი; 1 დიდი კვერცხი; 1 1/4 ჭიქა (160 გრ) ფქვილი; 3/4 ჩაის კოვზი სოდა; 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი; 1/4 ჩაის კოვზი მარილი (გამოტოვეთ თუ მარილიან კარაქს იყენებთ).

მომზადება: კარაქი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე, სულ 2 წუთი. დაუმატეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი, ათქვიფეთ კიდევ 2 წუთი. შემდეგ შეურიეთ არაქისის კარაქი და კვერცხი.

ცალკე თასში გაცერით მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. შემდეგ კი შეურიეთ შაქრისა და კარაქის ნარევს. მიღებული ცომი შეფუთეთ პოლიეთილენში და შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით.

გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე. ცომი დაყავით მომცრო ზომის ბურთულებად. ცომის ბურთულები მოათავსეთ ერთმანეთისგან დაახლოებით 3 სანტიმეტრის დაშორებით ცხიმწასმულ ან პერგამენტის ქაღალდზე. ჩანგლით გააბრტყელეთ ჯვარედინად.

აცხვეთ 190°C-ზე ღია ყავისფრად დაფერვამდე, დაახლოებით 9-დან 10 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ საცხობ ფირფიტაზე, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე, რომ მთლიანად გაგრილდეს.



6 views0 comments

Comments


bottom of page