PITA BREAD - პიტა პური
Ingredients: 375 gr flour; 100 gr corn flour; 1/2 teaspoon salt; 2 tbsp oil; 1 tablespoon dry yeast; 1/2 tbsp sugar; 50 ml warm water for yeast; 250 ml warm water for the dough. Preparation: In a bowl mix flour, cornmeal, and salt.Then mix the yeast with sugar and 50 ml warm water, let stand 10 minutes. Then add the flour and add the rest of the water. Work everything until you get a soft and homogeneous dough, let rise for 45 minutes. Then divide it into a dozen portions. Roll them out by combining chives and other herbs. Let stand for 30 minutes and you can cook them in a non-stick pan.
ინგრედიენტები: 375 გრ პურის ფქვილი; 100 გრ სიმინდის ფქვილი; 1/2 ჩაის კოვზი მარილი; 2 ს/კ ზეთი; 1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი; 1/2 ჩ/კ შაქარი; 50 მლ თბილი წყალი საფუარისთვის, ხოლო ცომისთვის კი 250 მლ.
მომზადება: თასში აურიეთ პურისა და სიმინდის ფქვილი და მარილი. შემდეგ საფუარი შეურიეთ შაქარს და 50 მლ თბილ წყალში გახსენით, დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ დაასხით ფქვილს და დაამატეთ დანარჩენი წყალიც. მოზილეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ რბილ და ერთგვაროვან ცომს. ამოაფუეთ 45 წუთი. შემდეგ გაყავით იგი ათ ნაწილად. გააბრტყელეთ და თან შეურიეთ სხვადასხვა მწვანილი (სურვილისამებრ). გააჩერეთ 30 წუთი და გამოაცხვეთ ტაფაში.
Comments