top of page

PORK KNUCKLE (CZECH KOLENO) - ღორის კანჭი (ჩეხური Koleno)



Ingredients: 1.5 to 2 kg pork knuckle; 2 liters of dark beer; 3 bay leaves; 3-4 all spice seeds; salt.

Method: Take a pressure cooker and pour 2 litters of dark beer adding bay leaves and allspice seeds. Put the knuckle inside, cover the cattle correctly and boil for 1 hour (some meat needs more time, so always check before taking it out).

Heat the oven on 180° C. When the knuckle is ready, remove from the cooker, add some salt, brush some butter and roast in the oven until the skin starts to crack and becomes golden brown. Serve with mustard, beer sauce, sour cabbage and onions.


ინგრედიენტები: 1.5-დან 2 კგ-მდე ღორის კანჭი; 2 ლიტრი მუქი ლუდი; 3 დაფნის ფოთოლი; 3-4 სურნელოვანი პილპილის თესლი; მარილი.

მომზადება: აიღეთ სწრაფსახარში ქვაბი და ჩაასხით 2 ლიტრი მუქი ლუდი, დაამატეთ დაფნის ფოთლები და სანელებლები. ჩადეთ კარგად დამუშავებული კანჭი, დააფარეთ ხუფი და ადუღეთ 1 საათის განმავლობაში (ზოგჯერ ხორცს მეტი დრო სჭირდება, ასე რომ, ყოველთვის შეამოწმეთ სანამ ამოიღებთ). გააცხელეთ ღუმელი 180° C ტემპერატურაზე. როდესაც კანჭი უკვე მოიხარშება, მოაყარეთ მარილი, მოუსვით ცოტაოდენი კარაქი და გამოაცხვეთ ღუმელში მანამ, სანამ კანი ოდნავ არ დაუსკდება და არ გახდება მოოქროსფრო-მოყავისფრო. მიირთვით მდოგვის ან ლუდის სოუსით, მჟავე კომბოსტოსა და ხახვთან ერთად.

ความคิดเห็น


bottom of page