top of page

RED VELVET TRUFFLES - წითელი ხავერდის ტრიუფელები


Ingredients: 170g butter; 200g sugar; 2 eggs; 1 tbsp red food coloring; 1 tsp vanilla essence; 1⅓ cups flour; 3 tbsp cocoa powder; ½ tsp baking soda; ½ cup milk; 1 tsp vinegar; 250g cream cheese; ½ cup icing sugar; 300g white chocolate.

Method: In a mixing bowl cream together the butter and sugar. Add the eggs one at a time mixing after each addition. Add the food coloring and vanilla essence and beat together until everything is well combined.

In a clean bowl whisk together the flour, cocoa powder and baking soda. In a separate bowl or glass mix together the milk and vinegar, leave for about 5 minutes. Add half of the milk mixture and half of the dry ingredients to the butter mixture. Mix until combined before adding the second half of the ingredients. Pour into a greased cake tin and bake in a 350f or 180c degree oven for about 35 minutes or until a skewer comes out clean. Leave to cool on a wire rack.

Break the red velvet cake up into a bowl. Use your finger tips to crumble the cake until it is all crumbs. Reserve a handful of the crumbs to use to decorate the truffles later on. In a separate clean bowl add the cream cheese making sure it is at room temperature. Use a whisk or a hand beater to mix the cream cheese together until it has softened and whipped up a little. This makes it much easier to mix with the cake crumbs. Add half of a cup of icing sugar to the cream cheese and beat together until well combined. Use a wooden spoon to mix the cream cheese and cake crumbs together until there are no lumps, it's a velvety texture, and the crumbs are sticking together. Roll out 1 tablespoon amounts of the truffle mixture and place onto wax paper so it doesn't stick. Continue until you have used all of the truffle mixture. Place the truffles into the fridge for at least a few hours for them to set. Use a sharp knife to cut a block of white chocolate into small pieces and place into a heat proof bowl. Melt the white chocolate over a double boiler until completely smooth.

Remove the truffles from the fridge and dip them into the white chocolate, draining the excess chocolate before placing onto wax paper to set. Sprinkle with a small amount of the cake crumbs we reserved earlier. Continue with the remaining truffles.

Source: https://recipesbycarina.com/red-velvet-truffles/?fbclid=IwAR0IKVDqFv_xiT8VV8RGybBZxzsgTO7mSNzNKm7yf2y3GZT--nl0isPrb5U


ინგრედიენტები: 170 გრ კარაქი; 200 გრ შაქარი; 2 კვერცხი; 1 ს/კ წითელი საკონდიტრო საღებავი; 1 ჩ/კ ვანილის ესენცია; 160 გ ფქვილი; 3 ს/კ კაკაო; ½ ჩ/კ სოდა; ½ ჭიქა რძე; 1 ჩ/კ ძმარი; 250 გრ კრემ-ყველი; ½ ჭიქა შაქარი; 300 გრ თეთრი შოკოლადი.

მომზადება: ათქვიფეთ კრემ-ყველი, კარაქი და შაქარი. სათითაოდ დაამატეთ კვერცხი და განაგრძეთ თქვეფა. დაამატეთ საღებავი, ვანილის ესენცია და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სუფთა თასში ათქვიფეთ ფქვილი, კაკაო და სოდა. ცალკე ჯამში აურიეთ რძე და ძმარი, გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთი. დაამატეთ რძის ნახევარი მშრალ ინგრედიენტებს, ხოლო მეორე ნახევარი კი კარაქის ნარევს. ორივე მასა კარგად ათქვიფეთ, ხოლო შემდეგ შეურიეთ. ჩაასხით ცხიმწასმულ ნამცხვრის ფორმაში და აცხვეთ 180 C-ზე ღუმელში, დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში ან სანამ სასინჯ ჩხირს სრულიად მშრალს არ ამოიღებთ. გააგრილეთ მავთულის სადგამზე.

გაგრილებული წითელი ხავერდის ბისკვიტი ჯამში დაამტვრიეთ. კარგად დააქუცმაცეთ, რათა პაწაწინა ნამცეცებად აქციოთ, რომელიც შემდგომ მოსართავადაც გამოგადგებათ. ცალკე სუფთა თასში გადაიტანეთ კრემ-ყველი და მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე. მიქსერის გამოყენებით კრემ-ყველი დარბილებამდე გათქვიფეთ. რაც უფრო რბილია მიღებული მასა, მით უკეთესი, რადგან ასე ბისკვიტისა და კრემ-ყველის შერევას უფრო მარტივათ შეძლებთ. შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ათქვიფეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. ხის კოვზის გამოყენებით აურიეთ კრემ-ყველი და ბსიკვიტი. ეცადეთ, რომ კოჟრები არ გაიკეთოს. მიღებული მასის თითო სუფრის კოვზი ხელით აქციეთ ბურთულებად. როდესაც მასას მთლიანად გახარჯავთ, ტრიუფელები მოათავსეთ მაცივარში რამოდენიმე საათით.

დანის გამოყენებით თეთრი შოკოლადის ფილა პატარა ნაჭრებად დააქუცმაცეთ და ჯამით გააჩერეთ ორთქლის აბაზანის თავზე მანამ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ დადნება.

ტრიუფელები ამოიღეთ მაცივრიდან და სათითაოდ ჩააყურყუმალავეთ თეთრ შოკოლადში. ზედმეტი შოკოლადი ჩამოწრიტეთ და გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე გასაცივებლად. თავზე მოსართავად მოაყარეთ ბისკვიტის ნამცეცები. გააცივეთ მაცივარში და მიირთვით

წყარო: https://recipesbycarina.com/red-velvet-truffles/?fbclid=IwAR0IKVDqFv_xiT8VV8RGybBZxzsgTO7mSNzNKm7yf2y3GZT--nl0isPrb5U

0 views0 comments

Comments


bottom of page