top of page

ROASTED BEET SALAD - შემწვარი ჭარხლის სალათი



Ingredients: 10-12 small red and yellow beets with greens attached (1500 gr total); 1/2 cup extra-virgin olive oil; 1/4 cup red wine vinegar; salt and black pepper to taste; 1/2 cup dried apricots, chopped; 1/4 cup coarsely chopped toasted pistachios; 120 gr goat cheese, crumbled.

Method: Preheat oven to 200 degrees of Celsius. Trim the tops from the beets about an inch from the top. Wash the beets well and prick each in several places with a fork. Put the red beets on one piece of doubled aluminum foil and the yellow on another. Drizzle each with a tablespoon of olive oil and season with salt and pepper. Wrap the beets closed in the foil and roast until tender all the way through when poked with a knife, about 45 minutes. Let cool. Peel and cut into wedges.

Meanwhile, bring a large pot of salted water to a boil. Trim any tough pieces from the beet greens and separate the tender stems from the leaves. Cut the stems into 5 cm lengths. Add the stems to the boiling water and simmer until wilted, about 4 minutes. Add the greens and simmer until both are tender, about 4 minutes more. Drain well. Season with salt and pepper.

Combine the beets, greens and stems in a large bowl with the apricots. Drizzle with the remaining 6 tablespoons olive oil and the vinegar, season with salt and pepper and toss well. Spread the salad on a platter. Sprinkle with the goat cheese and pistachios and serve.


ინგრედიენტები: 10-12 მომცრო ზომის წითელი და ყვითელი ჭარხალი, მწვანე ღერებითურთ (საერთო ჯამში 1500 გრ); 1/2 ჭიქა ზეითუნისზეთი; 1/4 ჭიქა წითელი ღვინის ძმარი; მარილი და შავი პილპილი გემოვნებით; 1/2 ჭიქა დაჩირული გარგარი, დაჭრილი; 1/4 ჭიქა უხეშად დამტვრეული ფისტა; 120 გრ თხის ყველი, გახეხილი.

მომზადება: გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. მწვანე ფოჩები მოაჭერით და შემდგომ კარგად გარეცხეთ ჭარხალი. რამოდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. წითელი და ყვითელი ჭარხალი სხვადასხვა მხარეს მოათავსეთ ალუმინის ქაღალდდაფენილ საცხობ დაფაზე. სათითაოდ მოასხით კოვზით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი და პილპილი. შედგით ღუმელში და შეწვით დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, სანამ დანით ადვილად არ გაიჭრება. შემდგომ გააგრილეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით თხელ ფირფიტებად.

ამასობაში, აადუღეთ ქვაბით წყალი და დაამარილეთ. ჭარხლის მწვანე ფორჩები დაჭერით 5 სმ სიგრძის ნაჭრებად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და მოწალეთ სანამ არ დარბილდება, დაახლოებით 4 წუთი. გადაწურეთ და როდესაც გაგრილდება კარგად გაწურეთ. სურვილისამებრ დაამატეთ მარილი და წიწაკა.

გარგართან ერთად, დიდ ჯამში ჩაყარეთ ჭარხალი და მისი მწვანე ღერები, დაასხით 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ძმარი, თუ აკლია, დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. გადმოიტანეთ სალათი თეფშზე. გააფორმეთ თხის ყველითა და ფისტას დანაყული მარცვლებით და მიირთვით.

3 views0 comments

Kommentarer


bottom of page