top of page

SATSIVI - საცივი



Ingredients: Turkey/duck/chicken (optional); 700-800 gr walnuts; 3 onions; 1 tsp of utskho suneli, 1 tsp dry coriander; 1 tsp saffron; 1/2 tsp cinnamon; 1/4 tsp clove; 1/2 tsp chili pepper; garlic and salt to taste; 2 tbsp of white corn flour; 1 tbsp wine vinegar.

Method: Boil a turkey, or duck or a big chicken (I always fry them in the oven afterwards, to make a crispy skin). Pass the broth through a sieve and set aside. Meanwhile, mince the onions and add the fat from broth to fry. Sift the flour and add to minced walnuts. Knead the mass together with spices listed above and slowly add it to the broth and boil for 10-15 minutes, you may use the hand mixer instead. Stir well during boiling Satsivi. If the mixture is too thick, add some broth or water. In 10-15 minutes, turn off the heat and let Satsivi cool down. Add a tablespoon of vinegar and stir well. Add the meat pieces and put into a glass bowl to chill in the fridge. Serve with corn porridge or any bread.

*Note: Some people knead minced walnuts and spices together so well, that the mixture lets out the oil, which is added to Satsivi to decorate as shown in the picture.


ინგრედიენტები: 1 ინდაური/იხვი/ქათამი (სურვილისამებრ); 700-800 გრ ნიგოზი; 3 ხახვი; 1 ჩ / კ უცხო სუნელი, 1 ჩ/კ ხმელი ქინძი; 1 ჩ/კ ზაფრანა; 1/2 ჩ/კ დარიჩინი; 1/4 ჩ/კ მიხაკი; 1/2 ჩ.ჭ ცხარე წიწაკა; ნიორი და მარილი გემოვნებით; 2 ს/კ თეთრი სიმინდის ფქვილი; 1 ს/კ ღვინის ძმარი.

მომზადება: მოვხარშოთ ინდაური, იხვი ან დიდი ქათამი (მე შემდეგ ყოველთვის ვწვავ ჰაერღუმელში, რათა ხრუკუნა კანი გავუკეთო). ბულიონი საცერზე გაწურეთ და გააჩერეთ. ამასობაში, ხახვი გსსტსრეთ ხორცსაკეპ მანქანაში და ბულიონის ცხიმში მოშუშეთ. აურიეთ ფქვილი და დაფქვილი ნიგოზი. მიღებულ მასს დაამატეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სანელებელი და ნელ – ნელა გახსენით ბულიონში. ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. კსაცივს დუღების დროს სულ ურიეთ, შეგიძლიათ ხელის ბლენდერითაც თქვიფოთ. თუ ნარევი ძალიან სქელი გამოვა, დაამატეთ ცოტაოდენი ბულიონი ან წყალი. 10-15 წუთის შემდეგ, გამორთეთ და გააგრილეთ საცივი. დაამატეთ კოვზი ძმარი და კარგად აურიეთ. ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები და გადაიტენეთ შუშის თასში, რათა გააცივოთ მაცივარში. მიირთვით ღომთან ან ნებისმიერ პურთან ერთად. *შენიშვნა: ზოგიერთი დიასახლისი გატარებულ ნიგოზსა და სუნელებს ერთად იმდენ ხანს ზელს, რომ ეს უკანასკნელი უშვებს ზეთს, რომელსაც საცივში გასალამაზებლად ამატებენ, ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული.


Comments


bottom of page