SEMOLINA BREAD - სემოლინას პური
Ingredients: 450 g Semolina flour; 300 g water; 150 g sourdough (or 5 grams brewer's yeast); 20 g Salt; 1/2 teaspoon honey (or sugar)
Preparation: Dissolve the crumbled beer/fresh yeast and a pinch of sugar in the lukewarm water, mix, then proceed as per the recipe by adding the flour gradually.
If you do it by hand, knead vigorously for ten minutes. The final dough must be firm and compact.
Prepare this dough the previous evening, put it in a bowl, cover the bowl with plastic wrap and let it rest.
In the morning flour the work surface with other semolina flour, pour the bread on the pastry board and form the folds in this way.
Transfer the semolina bread to the baking tray lined with parchment paper and let it rest for at least 1 hour.
After the rest time, turn the oven on at maximum power (250 °) and let it heat up.
Bake the bread and let it cook at this temperature for the first 10 minutes then lower it to 200 ° for another 30 minutes.
Remove from the oven your semolina bread and let it cool on a wire rack before cutting it into slices and serving it!
ინგრედიენტები: 450 გ წვრილად დაცეხვილი (სემოლინა) ხორბლის ფქვილი; 300 გრ წყალი; 5 გრამი ლუდის ან 10 გრ ცოცხალი საფუარი; 20 გრ მარილი; 1/2 ჩაის კოვზი თაფლი (ან შაქარი).
მომზადება: დაქუცმაცებული ლუდის/ცოცხალი საფუარი და შაქრის მწიკვი ან თაფლი თბილ წყალში გახსენით, შემდეგ თანდათანობით დაამატეთ ფქვილი.
თუ ამას ხელით ააკეთებთ, ათი წუთის განმავლობაში ენერგიულად ზილეთ. საბოლოო ცომი უნდა იყოს მყარი და შეკრული.
მოამზადეთ ეს ცომი წინა საღამოს, ჩადეთ თასში, თასს თავი მოუკარით პოლიეთილენით და დადგით, რომ დაისვენოს.
დილით სამუშაო ზედაპირს იგივე ფქვილი მიმოაბნიეთ, გადმოიღეთ პურის ცომი და ნაკეცები გაუსწორეთ. გადაიტანეთ პური საცხობ ფორმაზე, რომელსაც უნდა დაუფინოთ პერგამენტის ქაღალდი და გააჩეროთ მინიმუმ 1 საათით.
ამავდროულად, ჩართეთ ღუმელი მაქსიმალურ სიმძლავრეზე (250 °) და გაახურეთ. აცხვეთ პური ამავე ტემპერატურაზე პირველი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეამცირეთ 200 ° -მდე და აცხვეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში.
დაჭრამდე და მირთმევამდე, ღუმელიდან ამოიღეთ მზა პური და გააცივეთ მავთულის თაროზე.
Comments