top of page

SQUASH STUFFED WITH LENTILS, CRANBERRIES AND SPINACH - ოსპით, მოცვითა და ისპანახით ფარშირებული გოგრა



Ingredients for six servings: 1 butternut squash; 2 tbsp olive oil;1 onion or shallot; 2 clove garlic; 100 g lentils; 100 g cranberries; 2 sprigs rosemary, fresh; 2 sprigs thyme, new; 1 tsp nutmeg; 150 ml red wine; 150 ml vegetable stock; 80 g spinach, fresh; 80 g pistachio.

Method: Preheat oven to top/bottom heat: 200 °C. Clean the pumpkin, wash it and cut it in half lengthwise. Remove the seeds with a spoon.

Brush the pumpkin halves with a bit of oil, lightly salt and bake in the preheated oven for 30-40 minutes. If the pumpkin halves become too brown, cover with aluminum foil.

In the meantime, prepare the filling. Peel and finely chop the onion and garlic. Add olive oil to the pan and sauté onion and garlic.

Add lentils, cranberries, rosemary, thyme, nutmeg, red wine, and vegetable stock and bring to a boil. Simmer over medium heat for about 20 minutes until the liquid has almost completely evaporated. Remove the pumpkin halves from the oven and scrape out all but 2 cm of the flesh with a spoon. Add the pulp, spinach, and pistachios, add to the filling in the pan, and mix.

Season the filling to taste and stuff into the squash halves. Place the halves together, tie with a string and bake again at 180 °C for 10 minutes.

Cut down individual slices and serve.



Source/წყარო: https://www.hofer.at/de/r.gefuellter-butternusskuerbis-mit-linsen-cranberries-und-spinat.Article_RZ00979200000000.html



ინგრედიენტები 6 პორციისთვის: 1 საშუალო, მოგრძო ფორმის გოგრა; 2 ს/კ ზეითუნის ზეთი; 1 თავი ხახვი ან შალოტი; 2 კბილი ნიორი; 100 გრ ოსპი; 100 გ მოცვი; 2 ტოტი როზმარინი, ახალი; 2 ყლორტი თაიმი, შეიძლება გამხმარიც; 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი; 150 მლ წითელი ღვინო; 150 მლ ბოსტნეულის ბულიონი; 80 გრ ცოცხალი ისპანახი; 80 გრ ფისტა.

მომზადება: გააცხელეთ ღუმელის ზედა/ქვედა პროგრამა 200 °C-ზე. გოგრა გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაჭერით სიგრძეზე. კოვზით ამოიღეთ თესლი. გოგრის ნახევრებს შიგნიდან წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, მოაყარეთ ოდნავ მარილი და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში. თუ გოგრა ძალიან გაყავისფრდა, უბრალოდ დააფარეთ ალუმინის ფოლგა.

ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ხახვი და ნიორი. დაუმატეთ ოსპი, მოცვი, როზმარინი, თაიმი, მუსკატის კაკალი, წითელი ღვინო, ბოსტნეულის ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ სითხე თითქმის მთლიანად არ აორთქლდება.ტაფის შიგთავსს დაუმატთ ისპანახი და ფისტა და აურიეთ.

გოგრის ნახევრები გამოიღეთ ღუმელიდან, დაახლოვებით 2 სმ კოვზით ამოიღეთ და ჩაუშვით ტაფაში, მოურიეთ და შემდეგ ჩააბრუნეთ გოგრაში ახლად მომზადებული შიგთავსი და კვლავ გამოაცხვეთ 180 °C ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში. დაჭერით ნაჭრებად და მიირთვით.


6 views0 comments

Comments


bottom of page