top of page

TIRAMISU - ტირამისუ



Ingredients: 4 egg whites, whisked; 3 tbsp sugar powder; vanilla extract; 500 gr Mascarpone cheese; 1/2 cup of Baileys (Irish cream or espresso flavor); cocoa powder; 1 pack of ladyfinger biscuits; 100 ml heavy cream.

Method: Put ladyfinger biscuits in a glass form. Pour half cup of Baileys into a mug and add 1/2 cup of water. Soak ladyfingers by pouring Baileys mixture from the top (you should use one half for the first layer). Set aside while you whisk the rest.

Whisk the egg whites to perfection, add sugar powder and vanilla extract and make a perfect meringue. Add first Mascarpone cheese and make a creamy mass, then add heavy cream and continue whisking. When the mixture is perfectly whisked, pour over the soaked ladyfinger biscuits and flatten in the form. Add the second layer of ladyfinger biscuits and soak them with the rest of Baileys. Cover biscuits with the rest of Mascarpone mixture and put in the fridge at least for 1 hour to cool and settle. Dust with dark cocoa powder on the top before serving.

*note: this is my personal change of coffee and rum mixture with Baileys. Original recipe contains egg yolks, which I always avoid due to my dislike of its taste in Tiramisu.

ტირამისუ

შემადგენლობა: 4 კვერცხის ცილა, გათქვეფილი; 3 ს/კ შაქრის ფხვნილი; ვანილის ექსტრაქტი; 500 გრ Mascarpone ყველი; 1/2 ჭიქაბეილისი (ირლანდიური კრემის ან ესპრესოს არომატი); კაკაოს ფხვნილი; 1 პაკეტი სავოიარდის ბისკვიტი; 100 მლ სქელი ნაღები.

მეთოდი: განათავსეთ სავოიარდის ბისკვიტები შუშის ფორმაში. ნახევარი ჭიქა ბეილისით გააზავეთ 1/2 ჭიქა წყლით. სავოიარდის ბისკვიტები დანამეთ გაზავებული ბეილით (პირველი ფენისთვის უნდა გამოიყენოთ ნახევარი). დააცადეთ, რომ ოდნავ გაიჟღინთოს. კვერცხის ცილა სრულყოფილებამდე გაღქვიფეთ, დაამატეთ შაქრის პუდრა და ვანილის ექსტრაქტი და გააკეთეთ ერთგვაროვანი, სქელი ბეზე. ჯერ დაამატეთ მასკარპონე და გათქვიფეთ, ხოლო შემდეგ დაამატეთ სქელი ნაღები და გააგრძელეთ თქვეფა. როდესაც ერთგვაროვან და სქელ კრემისებრ მასას მიიღებთ, ნახვარი მასა სავოიარდის დანამულ ბისკვიტებზე თანაბრად გაასწორეთ. დაამატეთ მეორე ფენა ბისკვიტი და გაჟღენთეთ ისინი დარჩენილი ბეილისით. დაფარეთ ბისკვიტი მასკარპონის დარჩენილი მასით და შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, რომ გაგრილდეს და შეიკრას. მირთმევამდე, თავზე მოაყარეთ მუქი კაკაო.

*შენიშვნა: ამ რეცეპტში რომისა და ყავის ნაზავი ჩემი გემოვნებითაა ჩანაცვლებული ბეილისით. ორიგინალური რეცეპტი შეიცავს კვერცხის გულებსაც,რომელსაც მე არასდროს ვიყენებ, რადგან მათი გემო ტირამისუში ნაკლებად მომწონს.

2 views0 comments

コメント


bottom of page