UZBEK KHANUM - უზბეკური ხანუმი
Ingredients for the dough: 500 gr flour; 1 cup of warm water; 2 tbsp oil; a pinch of salt;
For the filling: 5 medium potatoes; 1 kg beef, roughly chopped with a knife; 3-4 medium onions; salt and pepper to taste; red pepper, cumin seeds; dry basil; 2 tbsp olive oil.
*Note: this recipe makes 2 rolls of Khanum.
Method: First, you have to make a dough to let it rest at least for one hour. So, mix all the ingredients well and knead the dough at least for 10 minutes. Don't add oil at the beginning, use it at the end, so that the dough is elastic and soft. Set aside.
Take a steam cooker of 28 cm diameter (2 rows) and brush some oil on it. Meanwhile, in a cattle, boil water and add some salt. Slice the potatoes as for the Korean carrots, add chopped onions and beef and all the spices mentioned above. Mix everything well and season with salt and pepper to taste.
Cut the dough into two pieces. Roll out each piece giving a round form, but don't use any flour. Brush oil every time you roll, so that the dough becomes even softer. Don't overdo with rolling to avoid damaging the dough. When it becomes thin enough, spread the meat and make a roll (just like sushi), brushing oil every time you roll and place it on the first row of the steam cooker. Place another piece on the second row and place both rows on top of the steaming cattle. Cook Khanum for 50 minutes over the medium heat (cattle should contain enough water to be enough to last for 50 minutes).
Remove Khanum and put it on a large plate. Cut into pieces as in the picture and serve either with chili tomato sauce or with sour-cream and garlic mixture. Khanum is delicious next day if you fry it in butter.
ინგრედიენტები ცომისთვის: 500 გრ ფქვილი; 1 ჭიქა თბილი წყალი; 2 ს/კ ზეთი; მარილი;
შიგთავსისთვის: 5 საშუალო კარტოფილი; 1 კგ საქონლის ხორცი, დანით უხეშად დაკეპილი ან ხოცსაკეპ მანქანაში სქლად გატარებული; 3-4 საშუალო ხახვი; მარილი და პილპილი გემოვნებით; წითელი წიწაკა, ძირას თესლი (დაუფქვავი); მშრალი საშკვლავი; 2 ს/კ ზეითუნის ზეთი.
* შენიშვნა: ამ რეცეპტით გამოდის ხანუმის 2 ხვეულა.
მომზადება: პირველ რიგში, თქვენ უნდა მოზილოთ ცომი, რაTა მინიმუმ ერთი საათიგააჩეროთ. ასე რომ, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი კარგად და ზილეთ ცომი მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. ზეთს დასაწყისშივე ნუ დაამატებთ, გამოიყენეთ იგი ბოლოს. ასე ცომი უფრო ელასტიური და რბილი გამოვა. თავზე დააფარეთ და დაასვენეთ.
აიღეთ 28 სმ დიამეტრის (2 იარუსიანი) ორთქლის სახარში (მანტების სახარში ქვაბი) და წაუსვით ზეთი. ამავდროულად, ძირითად ქვებში ადუღეთ წყალი და დაამატეთ მარილი. კარტოფილი დაჭერით წვრილად, როგორცა ამას კორეული სტაფილოს მოსამზადებლად აკეთებთ, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, საქონლის ხორცი და ყველა ზემოხსენებული სანელებლები. ყველაფერი კარგად აურიეთ და გემოვნების მიხედვით შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაჭერი მრგვალად გააბრტყელეთ, მაგრამ არ გამოიყენოთ ფქვილი. ყოველ ჯერზე წაყსვით ზეთი, ამგვარად ცომი კიდევ უფრო ფაფუკი და ელასტიური გახდება. ზედმეტად არ დაათხელოთ, რადგან შესაძლოა ცომი გაიხეს. როდესაც საკმარისად დათხელდება, ხორცი თანაბრად გადაანაწილეთ და დაახვიეთ რულეტივით, თან ყოველი გადაბრუნებისას, ცოტა ზეთი წაუსვით. გადაიტანეთ ორთქლის სახარშის პირველ რიგზე. შემდეგ მეორე რიგზე მეორე ნაჭერი მოათავსეთ და ორივე რიგი შემოდგით ადუღებული ქვაბის თავზე. ხანუმი 50 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ხარშეთ (ქვაბში უნდა იყოს საკმარისი წყალს, რომ 50 წუთი არ ამოშრეს).
როდესაც გამორთავთ, ხანუმი დიდ თეფშზე გადაიტანეთ. დაჭერით ნაჭრებად, როგორც ეს სურათზეა მოცემული და მიირთვით ცხარე პომიდორის სოუსით, ან არაჟნისა და ნივრის ნაზავით. ხანუმი ძალიან გემრიელია მეორე დღესაც, თუ მას ერბოში შებრაწავთ.
Comments